ფლორიან ვირცმა Kicker-თან საუბრისას უფრო ღიად და დეტალურად განმარტა თუ რატომ გადავიდა ლივერპულში და არა ბაიერნში:
"მთელი ჩემი ცხოვრება კიოლნის რეგიონში მაქვს გატარებული. დიახ, იოლი არ ყოფილა ქვეყნის და ლიგის გამოცვლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მივიღე, რათა უკეთესი ფეხბურთელი გავმხდარიყავი."
"დიახ, კლუბის გამოცვლამდე კომპანისაც ვესაუბრე და სლოტსაც, თავიდანვე კი ჩემი ხედვები სლოტისკენ მიეპყრო, რადგან მან ზუსტად განმიმარტა თუ სად აპირებდა ჩემს გამოყენებას, მე კი საკუთარი თავი უფრო ნათლად დავინახე."
"გადაწყვეტილებას მიღება რთული იყო, მაგრამ არაფერს ვნანობ და ბედნიერი ვარ", - თქვა ვირცმა.