უკანასკნელი ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კიმ მინ-ჯეს გაყიდვას აღარ შეეცდება.
ზოგადად, კლუბმა კორეელის გაშვება სცადა, თუმცა თავად კიმს დარჩენა სურდა და როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველაფერი ასეც იქნება.
ახლა ბაიერნის კურსის შეცვლა მხოლოდ ექსტრაორდინალურ წინადადებას შეეცდება, სხვა შემთხვევაში კი კიმი არსადაც არ წავა.
გამოცემები წერენ, რომ კორეელი მცველი ახლა ბევრად კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია და მისგან გაცილებით კარგ სეზონს ელიან, ვიდრე ეს შარშან მოხდა.