ბაიერნმა ბუნდესლიგის პირველ ტურში ლაიფციგი გაანადგურა და ყველა გუნდის შემტევებზე ლაპარაკობდა, თუმცა სასაუბროა მანუელ ნოიერზეც.
გერმანელმა მეკარემ ბუნდესლიგაში რიგით მე-20 სეზონი დაიწყო, ამ მაჩვენებლით კი 39 წლის ნოიერი ოლივერ კანს გაუთანაბრდა.
ამავე სტატისტიკის რეკორდსმენი კლაუს ფიხტელია, რომლის ანგარიშზეც 22 ბუნდესლიგური სეზონია, მის უკან ჩამოსატოვებლად კი ნოიერს ბუნდესლიგაში კიდევ 3 სეზონი სჭირდება.