ობიექტურად თუ ვიტყვით, ბაიერნს ახლა არც ნკუნკუ, არც ჰოილუნდი, არც ჯექსონი და არც სანჩო სჭირდება, მაგრამ კლუბი და სპორტული დირექცია სხვაგვარად ფიქრობს.
ჰოილუნდის გამოკლებით, რომელიც ნაპოლისთან ძალიან ახლოსაა, დანარჩენი სამეული ბაიერნთან მჭიდრო კავშირშია და ამაში პასუხისმგებელი ებერლი-ფროინდის დუეტია.
ჯექსონიც, ნკუნკუც და სანჩოც პრემიერ ლიგის ჩავარდნილი ხალხია, რომლებსაც რეაბილიტაციისთვის ახალი კლუბი სჭირდებათ, ბაიერნი კი, როგორც ჩანს, შანსის მიცემას არ თაკილობს.
ერთი ის ვიცით, რომ ბაიერნს ახლა იჯარა სურს და არა პერმანენტული ტრანსფერი, თუმცა ებერლი იმასაც ამბობდა, რომ ჯექსონზე კლუბი არც კი ფიქრობდა, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა.
ბოლო ინფორმაციით, ამ სამეულიდან შეთანხმება ჯექსონთანაა მიღწეული, თუმცა ჩელსისთან მოლაპარაკებებზე ახალი ჯერჯერობით არაფერი ისმის.