ბოლო დღეებში მიუნხენის ბაიერნს ისეთი ფეხბურთელები დაუკავშირეს, ალბათ, ახლა ანტონის დროც იყო დამდგარი.
ბრაზილიელი გარემარბი ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედის მფლობელობაშია, თუმცა მის საბოლოო ყიდვას რეალ ბეტისი აქტიურად ცდილობს, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან ესპანეთში ანტონის თამაში მართლაც კარგად გამოუვიდა.
მიუხედავად ამისა, ბეტისის პარალელურად, ბრაზილიელი შემტევის წაყვანა ლევერკუზენს, ატლეტიკოს და ბაიერნსაც სურს, თუმცა მანჩესტერს მკაფიო მოთხოვნები აქვს.
როგორც დაიწერა, იუნაიტედს იჯარის გაგონება აღარ სურს და მხოლოდ პერმანენტულ ტრანსფერს მოაწერს ხელს.