31 წლის იანიკ ფერეირა კარასკო, რომელიც საუდის არაბეთში თამაშობს, ახლახანს მიუნხენის ბაიერნს დაუკავშირეს.
როგორც იწერება, ალ შაბაბს კარასკოს გაყიდვა სურს და არ აქვს მნიშვნელობა წინადადება იჯარაზე იქნება აგებული თუ პერმანენტულ ტრანსფერზე.
თავის მხრივ, ბაიერნი აქტიურად ცდილობს 1 ან 2 შემტევის დამატებას, კარასკოს კანდიდატურა კი ერთმა უცნაურა ფაქტმა გააქტიურა.
ირკვევა, რომ ყველაფერი ივან რაკიტიჩისა და კარასკოს პირადი საუბრებიდან მომდინარეობს, სადაც რაკიტიჩს თან რეპორტიორიც ახლდა, ბაიერნზე კი კითხვა სწორედ მან დასვა.
"ითამაშებდი კომპანის ბაიერნში?", - იკითხა ჟურნალისტმა, რაზეც კარასკოს დადებითი პასუხი ჰქონდა.