"მაინცის" დამარცხების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოვიპოვეთ. პირველი 30 წუთი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, ამის შემდეგ კი შედარებით მოვუკელით."
"ტაიმის ბოლო წუთზე კუთხურიდან გოლი გავუშვით, რაც ძალიან არ მომეწონა. ასეთ მომენტებში მეტი ყურადღება გვმართებს."
"მომავალ კვირაში რთული მატჩი გველის "ლაიფციგთან", რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თუმცა, მანამდე ჯერ თასზე გვიწევს შეხვედრა და ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობ." - აცხადებს ფლიკი.