მიუნხენის ბაიერნი და ჩელსი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.
ბოლო ინფორმაციით, ბაიერნმა ჩელსისთან მოლაპარაკებები ნიკოლას ჯექსონის თაობაზე დაიწყო, რომელსაც ინგლისელები 80 მილიონ ევროს აფასებენ.
რაც შეეხება კრისტოფერ ნკუნკუს, მასში ჩელსის 40 მილიონი ევროს აღება სურს.
ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული ჯექსონია, რომლის ტრანსფერის დახურვასთან ბაიერნი საკმაოდ ახლოსაა, ოღონდ ფასზე სასაუბრო მაინც არის.
საქმე ისაა, რომ ბაიერნს იჯარა და გამოსყიდვის ვალდებულებით დაკომპლექტებული კონტრაქტი სურს, სადაც, ცხადია, რომ 80 მილიონი სასტარტო და შეთანხმებული ფასი არ იქნება.