შეაფერხებს თუ არა ჯექსონის ტრანსფერი ვოლტემადეს ბაიერნში მოსვლას

შეაფერხებს თუ არა ჯექსონის ტრანსფერი ვოლტემადეს ბაიერნში მოსვლას

როგორც იცით, ბოლო დღეებში მიუნხენის ბაიერნი ნიკოლას ჯექსონს ძალიან დაუახლოვდა და წესით, ჩელსიდან გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელი მალე უნდა დაიმატოს.

როგორ აისახება ეს ყველაფერი ნიკ ვოლტემადეზე? დიდი შანსია, რომ ბაიერნმა მასზე უარი თქვას, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ კლუბში ჰარი კეინი იქნება.

ოღონდ, აქ მაინც არის გასათვალისწინებელი ნიკოლას ჯექსონის კონტრაქტის საკითხი. თუ ბაიერნმა სენეგალელი ფორვარდი გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატა, მაშინ ვოლტემადეს დამატების შანსები საგრძნობლად შემცირდება.

იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტში გამოსყიდვის ვალდებულება არ ჩაიდება და ჯექსონიც სეზონის ბოლოს ჩელსიში დაბრუნდება, მაშინ ვოლტემადეს ყიდვის შანსები ჩვეულებრივ მაღალი იქნება.

ამდენად, ახლა ყველა ჯექსონის ხელშეკრულებას და მის შინაარსს ველოდებით.


26-08-2025, 23:15
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2