ფაბრიციო რომანო X-ზე წერს, რომ ბაიერნი აქტიურად ცდილობს ჩელსისთან ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერის დახურვას, თუმცა ბოლო საათებში მოლაპარაკებებს ბზარი გაუჩნდა.
პირველ რიგში, ჩელსის სურვილი ყოველთვის პერმანენტული ტრანსფერი იყო, ბაიერნი კი საიჯარო ხელშეკრულებას ითხოვს, რაც ლონდონელთა გეგმებში არ შედის.
გარდა ამისა, ჩელსიმ გადაწყვიტა, რომ ალექსანდრ ისაკის სიტუაციას ბოლომდე დაელოდოს, რათა ჯექსონისთვის უკეთესი კლუბი უკანასკნელ საათებში მოძებნოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერში თავად ჯექსონიცაა ჩართული. სავარაუდოდ, ფეხბურთელს თამაშის გაგრძელება პრემიერ ლიგაში ურჩევნია და მის სურვილს კლუბის ხელმძღვანელობაც ითვალისწინებს.