Geo Team-ის ინფორმაციით, ბაიერნის 17 წლის ნახევარმცველი ჯამალ კაიშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.
ამის სურვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დიდი ხნის წინ ჰქონდათ, თუმცა რთული პროცედურა იყო - სამწუხაროდ, ფეხბურთელის ორივე მშობელი წლების წინ გარდაიცვალა და თავად გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩაბარდა, ამიტომ მისი წინაპრების ინდენტიფიცირება მარტივი საკითხი არ ყოფილა.
დედით ქართველი, მამით ჩეჩენი ჯამალი დღეიდან საქართველოს სახელს წარმოადგენს!
ამ ამბავში პირადად იყო ჩართული სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, რომელიც რამდენჯერმე გერმანიაშიც ჩავიდა, ბაიერნის კამპუსს ეწვია ჯამალ კაიშვილის სანახავად და ფეხბურთელთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებდა, ამ ამბავს არ მოეშვა და 17 წლის ნახევარმცველს ქართული პასპორტი გაუკეთეს.