ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად ადასტურებენ, რომ მიუნხენის ბაიერნმა ნიკოლას ჯექსონის თაობაზე ჩელსისთან შეთანხმებას მიაღწია.
კონტრაქტის დეტალები:
1. გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომელსაც ბოლოში გამოსყიდვის ვალდებულება არ ექნება. ანუ, ბაიერნი თავად გადაწყვეტს თუ რამდენად გააგრძელებს იჯარის ამოწურვის შემდეგ ჯექსონთან თანამშრომლობას.
2. სეზონიანი იჯარისთვის ჩელსი ბაიერნისგან საბოლოო ჯამში 15 მილიონ ევროს მიიღებს.
3. ნიკოლას ჯექსონის ხელფასს თავიდან ბოლომდე ბაიერნი დაფარავს. გავრცელებული ინფორმაციით, ის 7 მილიონი ევრო იქნება.
როგორც წერენ, ჯექსონი მიუნხენში დღეს გაფრინდება და ყველა საჭირო დოკუმენტს მოაწერს ხელს, ოფიციალური გამოცხადება კი სულ მალე იქნება.
სად მოიგო ბაიერნმა? იქ, რომ იჯარას გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვს. მთელი ეს პერიოდი წერდნენ, რომ ჩელსი ჯექსონს ან პერმანენტულად, ან გამოსყიდვის ვალდებულებით გაუშვებდა, საბოლოოდ ბაიერნმა კი საუკეთესო გამოსავალი მონახა.
სავარაუდოდ, ამასთან კავშირში უნდა იყოს ჯექსონის ხელფასის გადახდაც, რომელიც ბაიერნმა ბოლომდე თავის თავზე აიღო და ამით, ჩელსის გულიც მოიგო.