ხუთშაბათს, ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა და გრანდ სლემის ფინალში გავიდა.
თანამემამულის ამ წარმატებას მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა:
"დიდი მატჩი! ახლა უკვე ტიტულის მოგების დროა." - წერს ალაბა საკუთარ თვითერზე.
თანაგუნდელს თავის მხრივ ტიაგო ალკანტარა გამოეხმაურა, რომელმაც ავსტრიელი მცველი "დატროლა":
"ცხოვრებაში ერთხელაც კი არ გინახავს ჩოგბურთის მატჩი! კარგი რა." - დაწერა ესპანელმა ნახევარმცველმა