დევიდ ორნშტეინი წერს, რომ მიუნხენის ბაიერნი ბერგამოს ატალანტას ადემოლა ლუკმენის იჯარის თაობაზე დაუკავშირდა.
ჟურნალისტის თქმით, ბაიერნმა იტალიურ კლუბს იჯარა გამოსყიდვის ოფციით უკვე გაუგზავნა და ახლა კლუბი მოლოდინის რეჟიმშია.
გარდა ბაიერნისა, ადემოლას ტრანსფერით ლონდონის ტოტენჰემიცაა დაინტერესებული, თავად ფეხბურთელი კი კლუბის გამოცვლას აქტიურად განიხილავს.
27 წლის ლუკმენმა გასული სეზონის სერია A-ში 31 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც მან 15 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.