ფლორიან პლეტენბერგმა სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ მიუნხენის ბაიერნი ნიკოლას ჯექსონს არ/ვერ დაიმატებს.
სენეგალელი ფეხბურთელი თავის აგენტთან ერთად ამ დრომდე რჩებოდა მიუნხენში, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი ვერ გაფორმდა.
სავარაუდოდ, ეს იმიტომ, რომ ჩელსი მის ჩამნაცვლებელს ვერ ნახულობს, საიჯარო ხელშეკრულება კი ახლა ლონდონელების გეგმებში აღარ შედის.
მოკლედ, ჯექსონი ბაიერნში დასრულებულია და ახლა ადემოლა ლუკმენის ტრანსფერს ველოდებით.