ბოლო საათებში ბაიერნი მიდტიულანს დანიური ჩემპიონატის ამჟამინდელი ბომბარდირის, ფრანკულინო ჯუს ტრანსფერისთვის დაუკავშირდა.
21 წლის გვინეა-ბისაუელი ფორვარდი აღფრთოვანებულია ბაიერნში თამაშის შესაძლებლობით და ყველაფერს აკეთებს, რომ ტრანსფერი შედგეს.
მიუხედავად ამისა, იჯარა გამოსყიდვის ოფციით მიდტიულანდს არ აწყობს და დანიურმა კლუბმა წინადადება მალევე დაბლოკა.
მიმდინარე სეზონის დანიის ჩემპიონატის 6 თამაშში ფრანკულინოს 8 გოლი და 3 ასისტი აქვს.