სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ფაბრიციო რომანომ, რომ მიუნხენის ბაიერნმა ნიკოლას ჯექსონი საბოლოოდ მაინც დაიმატა.
სენეგალელი ფეხბურთელი ბაიერნში იჯარით ერთი სეზონი ითამაშებს, 2026 წელს კი გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.
ჯექსონის სანაცვლოდ ბაიერნი ახლა 15 მილიონ ევროს გადაიხდის, იჯარის ამოწურვის შემდეგ კი მისი სრულფასოვანი გამოსყიდვაც მოუწევს.
რა იქნება ჯექსონის ფასი 2026 წელს, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე 70-80 მილიონ ევროსთან გვექნება.