ბუნდესლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა დასახელდა.
ესპანელმა ნახევარმცველმა "მაინცთან" შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო და ის მინდორზე მართლაც გამორჩეული იყო.
ალკანტარას სრული სტატისტიკის ნახვა გასული მატჩიდან შეგიძლიათ აქ.
შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ბოლო ტურში 1:3 იმარჯვა და ბუნდესლიგაში პირველობა დაიბრუნა.