იულიან ნაგელსმანმა რამდენიმე დღის წინ სექტემბრის თვის გერმანიის განაცხადი დაასახელა, სადაც ლეროი სანეს ადგილი ვერ მოიძებნა.
როგორც შემდეგ დაიწერა, ნაგელსმანმა საამისო მიზეზად ჩემპიონატის გაუარესება დაასახელა (ბუნდესლიგიდან თურქეთის სუპერ ლიგაში), ამას კი სანემ ასეთი პასუხი გასცა:
"იულიან ნაგელსმანთან ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო და უპირველეს ყოვლისა, ძალიან ღია და გულწრფელი, სწორედ ეს არის ის, რასაც მასში ყველაზე მეტად ვაფასებ."
"ზუსტად ვიცი, რა სურს ჩემგან, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად ჩემზეა დამოკიდებული. რეალურად ყველაფერი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყება", - თქვა სანემ.