ნიკოლას ჯექსონი ბაიერნი 2026 წლის სეზონის ბოლომდე ითამაშებს. სენეგალელმა გუნდში 11 ნომერი აიღო და ახალ გამოწვევას დიდი შემართებით ხვდება.
როგორც გახსოვთ, მისი ბაიერნში ტრანსფერი უკანასკნელ მომენტში გადაწყდა, არადა ყველას გვეგონა, რომ ჯექსონს კვლავ ლონდონში დაბრუნება უწევდა.
სწორედ ამაზე დაწერა ახლა Bild-მა, რომლის თქმითაც ჯექსონისთვის მისაცემი თანხის ნახევარი ბაიერნს არ გადაუხდია, რაზეც კლუბმა თანხმობა თავად ნიკოლასისგან მიიღო.
უფრო მეტიც, ეს თავად ფეხბურთელის ინიციატივა იყო. მას სურდა, რომ ბაიერნისთვის ტრანსფერი უფრო იოლი გამხდარიყო, სამიზნოდ კი ჯექსონმა ასაღები თანხის ნახევარზე უარი თავადვე თქვა.