ლივერპულის ნიდერლანდელი ვინგერი, კოდი გაკპო მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ლუის დიასამდე ბაიერნთან მოლაპარაკებებს თავად მართავდა.
საბოლოოდ გერმანულმა კლუბმა არჩევანი დიასზე შეაჩერა და მასში 75 მილიონი ევრო გადაიხადა, გაკპომ კი ლივერპულში თამაში გააგრძელა.
ჯერჯერობით არ სახელდება ოფიციალური მიზეზი თუ რატომ თქვა ბაიერნმა გაკპოზე უარი, თუმცა, სავარაუდოდ, საქმეში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა არნე სლოტი, რომლისთვისაც გაკპო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია.
ფასის თვალსაზრისით, გაკპოსა და ლუის დიასს შორის დიდი სხვაობა არ არის, რადგან ნიდერლანდელი თავადაც 70 მილიონი ევრო ღირს.