Bayernstrikes-მა ბაიერნის ფეხბურთელების ხელფასები შეაფასა და ცალკე გამოარჩია ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც კლუბი იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე იმსახურებენ.
გამოცემამ ასეთ ფეხბურთელებად მანუელ ნოიერი, სერჟ გნაბრი, ალფონსო დევისი, ლეონ გორეცკა, კიმ მინ-ჯე, რაფაელ გერეირო და სვენ ულრაიხი დაასახელა.
ნოიერი - 21 მილიონი წლიურად. გამოცემის თქმით, 39 წლის ნოიერი კლუბში ვეღარ უნდა შოულობდეს.
გნაბრი - 19 მილიონი წლიურად. როგორც წერენ, გნაბრის ოპტიმალური ფორმა დაკარგული აქვს და იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე საჭიროა.
დევისი - 15 მილიონი წლიურად. მიღებული ტრავმა და უთამაშებლობა, Bayernstrikes-ის აზრით, მის ხელფასთან შეუსაბამოა.
გორეცკა - 13 მილიონი წლიურად. გამოცემა წერს, რომ გორეცკა გაცემულ ნდობას მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში ამართლებს, კლუბს კი მისგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა.
კიმ მინ-ჯე - 12 მილიონი წლიურად. აქ პრობლემა უთამაშებლობა და ტრავმებისკენ მიდრეკილობაა.
გერეირო - 8 მილიონი წლიურად. სკამზე მჯდომი მცველისთვის 8 მილიონი გამოცემას ზედმეტად ებევრება.
ულრაიხი - 1.5 მილიონი წლიურად. მესამე მეკარე, რომელიც 37 წლისაა და პრაქტიკულად არც თამაშობს.. წერენ, რომ მისთვის უფრო ნაკლების გადახდაც შეიძლებოდა.