მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტის, ული ჰიონესის თქმით, კლუბი სეზონის ბოლოს ჩელსის ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერისთვის 75 მილიონ ევროს არ გადაუხდის.
როგორც ირკვევა, გამოსყიდვის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ჯექსონი ბაიერნთან ერთად 40 თამაშს დაიწყებს ძირითადი შემადგენლობიდან, ჰიონესის თქმით კი, ეს არასდროს მოხდება:
"იჯარაში 16-ს კი არა, 13 მილიონს ვიხდით, რადგან 3 მილიონი თავად ფეხბურთელის მხარემ დაფარა. რაც შეეხება გამოსყიდვას, ეს არ მოხდება, რადგან ჯექსონი თამაშს 40-ჯერ ძირითადიდან უბრალოდ ვერ დაიწყებს [იცინის]."
ამდენად, თუ ჰიონესი ამას ამბობს, ესე იგი, ჯექსონი მხოლოდ მიმდინარე სეზონში იქნება ბაიერნის შემადგენლობაში, შემდეგ კი კვლავ ჩელსიში დაბრუნდება.