გუშინ ული ჰიონესმა გერმანულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბაიერნს ჩელსიდან ჯექსონის გამოსყიდვის ვალდებულება მხოლოდ მაშინ ექნება, თუ სენეგალელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში ბაიერნის სასტარტოში 40-ჯერ მოხვდება.
ჰიონესის თქმით, ეს ვერასდროს მოხდება და თუ მათემატიკურად დავთვლით, პრინციპში, ულის არაადეკვატური არაფერი უთქვამს.
როგორც დაიწერა, თასის თამაშები ჯექსონის გარიგებაში არ ჩაითვლება. შესაბამისად, ნიკოლასმა ბუნდესლიგის 32 და ჩემპიონთა ლიგის 17 (მაქსიმუმი) თამაშიდან ძირითადში 40-ჯერ უნდა დაიწყოს, თანაც შუაში აფრიკის თასიცაა და ფეხბურთელს ნაკრებში წასვლა მოუწევს.
იმის გათვალისწინებით, რომ კომპანი ერთი ცხრიანით თამაშობს და ჰარი კეინი ხელშეუხებელია, უბრალოდ შეუძლებელი გამოდის, რომ ჯექსონმა დარჩენილ 49 შეხვედრაში ბაიერნის ძირითადი 40-ჯერ მოიპოვოს.