რამდენიმე დღის წინ, ბაიერ ლევერკუზენმა ნიდერლანდელი სპეციალისტი, ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
მას შემდეგ მედიაში ჩავი ერნანდესისა და რაულის კანდიდატურების შესახებ იწერებოდა, თუმცა საბოლოოდ ლევერკუზენის ხელმძღვანელობამ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, ლევერკუზენის მწვრთნელი ამიერიდან 53 წლის დანიელი სპეციალისტი, კასპერ ჰიულმანდი იქნება, რომლის დებიუტიც ბაიერში პარასკევს, აინტრახტის წინააღმდეგ შედგება.
ჰიულმანდს გერმანულ ფეხბურთთან შეხება 2014-2015 წლებში ჰქონდა, როცა მაინცში მუშაობდა, ბოლოს კი კასპერი დანიის ნაკრების მწვრთნელი გახლდათ.