რეალური კანდიდატები - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში

რეალური კანდიდატები - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში

იულიან ნაგელსმანის გერმანიამ გუშინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან კი მოიგო, მაგრამ პირველ ტურში სლოვაკეთთან განცდილმა მარცხმა მის მიმართ ეჭვები გააჩინა.

გერმანულ მედიაში დასახელდა რამდენიმე კანდიდატი, რომლებმაც შესაძლოა მომავალში ახალგაზრდა სპეციალისტი ჩაანაცვლონ.

ესენი იურგენ კლოპი და ოლივერ გლასნერი არიან. კლოპი ლივერპულიდან 2024 წელს წავიდა, მას შემდეგ კი სამწვრთნელო დონეზე უმუშევარია და წესით, იურგენი სამუშაოს მალე უნდა დაუბრუნდეს.

რაც შეეხება გლასნერს, ავსტრიელ სპეციალისტს კრისტალ პალასში შესანიშნავი პერიოდი აქვს. 51 წლის მწვრთნელმა პალასს ინგლისის ორი სხვადასხვა თასი მოუტანა და გუნდი ევროტურნირზეც გაიყვანა, რაც ამ დონის კლუბისთვის ნამდვილ ოქროს ხანას ნიშნავს.

იულიან ნაგელსმანს გერმანიასთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მაგრამ თუ მისი გუნდი არასტაბილურ თამაშს გააგრძელებს და გერმანიას მუნდიალის გარეშე დარჩენის საფრთხე დაემუქრება, მაშინ ხელმძღვანელობა მის გაშვებაზე აუცილებლად დაფიქრდება.


8-09-2025, 23:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2