"იქ რამ წაიყვანა?" - ჰარი კეინმა მაიკლ ოუენის კრიტიკას უპასუხა

"იქ რამ წაიყვანა?" - ჰარი კეინმა მაიკლ ოუენის კრიტიკას უპასუხა

მაიკლ ოუენმა ჰარი კეინი საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ფეხბურთელი ინგლისიდან გერმანიაში წავიდა. ოუენის თქმით, ბუნდესლიგის ჩემპიონობა ბევრს არაფერს ნიშნავს, ბაიერნში წასვლით კი კეინმა შეცდომა დაუშვა.

აღნიშნულს ჰარი კეინი ასე ეხმაურება:

"მოვისმინე მისი კრიტიკა. ის პრემიერ ლიგის და ინგლისის ნაკრების დიდი წევრია. მის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მან კარგად იცის, რომ ფეხბურთელების კარიერა ერთმანეთისგან განსხვავდება და ყველას სხვადასხვა მიზანი თუ მოტივაცია ამოძრავებს."

"მიზეზი, თუ რის გამოც წამოვედი ბაიერნში იყო ის, რომ დიდ ხანს მეთამაშა მაღალ დონეზე გამორჩეულ თამაშებში, ამ თვალსაზრისით კი, ბაიერნში ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ ვვითარდები როგორც ფეხბურთელი და უფრო ფართოს ვხდი ჩემს შესაძლებლობებს გოლების გატანის მხრივ. ჩემი გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ და მიუნხენის ბაიერნში თავს კარგად ვგრძნობ", - უპასუხა კეინმა ოუენს.


9-09-2025, 16:05
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2