გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა თომას მიულერისა და მატს ჰუმელსზე ისაუბრა.
"ორივე მათგანი წელს დიდ პროგრესს განიცდის. მიულერსა და ჰუმელსს, თითქოს, ახალი სუნთქვა გაეხსნათ."
"იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ ფორმას შეინარჩუნებენ, ნაკრებში დაბრუნების კარგი შანსი ექნებათ. თუმცა, ჯერ-ჯერობით მთელი სეზონი წინაა და ევრო 2020-ზე წასვლა არავის აქვს გარანტირებული." - აცხადებს ლიოვი.
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერმა ეროვნულ გუნდში უკანასკნელი მატჩი ერთა ლიგაზე ჩაატარა.