კროშე ზამთარში? - მაქს ებერლის ბაიერნში წყალი შეუდგა

კროშე ზამთარში? - მაქს ებერლის ბაიერნში წყალი შეუდგა

ბაიერნის ვეტერანმა, მარიო ბასლერმა გერმანულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაქს ებერლის პოზიციები ბაიერნში ისეთივე მყარი აღარ არის, როგორც აქამდე იყო.

როგორც ბასლერი ამბობს, ბაიერნი სულ მალე აინტრახტის სპორტული დირექტორის, მარკუს კროშეს დამატებას ეცდება, ეს კი ან ზამთარში, ან მომავალ ზაფხულს მოხდება.

სხვათა შორის, აქტიურად ვრცელდება ული ჰიონესის ნათქვამიც, რომელიც ამბობს, რომ ბაიერნის დირექციაში ჯერ კიდევ მოსაყვანია "სწორი" ხალხი, შესაბამისად, სპეკულაციები კროშეს მიმართ კიდევ უფრო გამძაფრებულია.

მარკუს კროშე გერმანიაში განთქმული სპორტული დირექტორია, რომლის ხარჯზეც ფრანკფურტელებს საოცარი სავაჭრო პოლიტიკა აქვთ ჩამოყალიბებული, მისით ებერლის ჩანაცვლება კი ბაიერნისთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგის მომტანი უნდა იყოს.


9-09-2025, 16:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2