როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ვახტანგ სალიამ ნიუკასლთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მიმდინარე სეზონს სალია ინგლისური კლუბის 21-წლამდე გუნდში გაატარებს.
Footballfancast-მა აღნიშნული ტრანსფერის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ კარიერის სწორად წარმართვის შემთხვევაში სალიას შეეძლება, რომ ნიუკასლის მთავარ შენაძენს, ნიკ ვოლტემადეს აჯობოს, რომელშიც კლუბმა 90 მილიონი ევრო გადაიხადა.
თავად ვახტანგ სალიაში ნიუკასლს 800 000 ევრო აქვს გადახდილი და მთელი ამ ფულის დაინვესტირება სალიას პერსპექტიულობამ განაპირობა. როგორც ჩანს, ინგლისში მისგან დიდი მოლოდინებია და ელიან, რომ ახალ სეზონში ქართველი შემტევი უკვე პირველ გუნდში ეცდება თავის დამკვიდრებას!