უკრაინასთან გატანილი გოლის შემდეგ, მაიკლ ოლისე არაერთმა თანაგუნდელმა შეაქო და ითქვა, რომ ბაიერნის ფრანგ ვინგერის თამაშის შესანიშნავი უნარები გააჩნია.
სხვათა შორის, ანალოგიურ აზრზეა კილიან მბაპეც, რომელმაც ღიად სთხოვა ოლისეს მადრიდის რეალში გადაბარგება მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნს მისი გაყიდვის არანაირი სურვილი და მიზანი არ აქვს.
და მაინც, ოლისეს ინსტაგრამ კომენტარებში მადრიდული კლუბის ფანების ნამდვილი შემოსევაა და ყველა მათგანი ბაიერნის შემტევს რეალში გადასვლისკენ მოუწოდებს.
მაიკლ ოლისეს ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, Transfermarkt-ზე კი მისი ფასი 100 მილიონი ევროა.