ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხაელ ბალაკმა გერმანულ მედიასთან ბუნდესლიგა საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ფლორიან ვირცის გერმანიაში დარჩენა არაადეკვატური იქნებოდა.
მისი აზრით, დროა, რომ გერმანიის ჩემპიონატმა კარი უცხოელ ინვესტორებსაც გაუღოს, რათა ბუნდესლიგაში ფულის უფრო დიდი დოზით დაბანდება დაიწყოს:
"რა თქმა უნდა, ვირცი ბაიერნთან ერთად ჩემპიონატებს მოიგებდა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პრემიერ ლიგამ უკვე დიდი ხანია ბუნდესლიგა უკან ჩამოიტოვა. ეს არის რეალობა. ტოპ მოთამაშეებისთვის გერმანიის ჩემპიონატი მიმზიდველი აღარ არის."
"ჩემი აზრით, პირველ რიგში, ბუნდესლიგამ მეტი საშუალება უნდა მისცეს უცხოელ ინვესტორებს, რომ თავიანთი წილი შემოიტანონ. ასე გერმანიის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი იქნება, ახლა კი ასეთი რეალობა გვაქვს", - თქვა ბალაკმა.