ყოყმანი ძვირად დაუჯდათ - როგორ გაუშვა ბაიერნმა ლამინ იამალი ხელიდან

ყოყმანი ძვირად დაუჯდათ - როგორ გაუშვა ბაიერნმა ლამინ იამალი ხელიდან

ახლახანს Bild-მა საკმაოდ საინტერესო ამბის შესახებ დაწერა, რომელიც მიუნხენის ბაიერნისა და ბარსელონას სუპერვარსკვლავის, ლამინ იამალის ადრეულ თანამშრომლობას ეხება.

როგორც ვკითხულობთ, ყველაფერი 2022 წელს დაიწყო, როდესაც ბაიერნის იმდროინდელი სპორტული დირექცია იამალის ოჯახის გერმანიაში გადმოყვანას აპირებდა, 16 წლის შესრულების შემდეგ კი ესპანელი ფეხბურთელის გარემოცვა 5 მილიონს მიიღებდა.

სხვათა შორის, ბაიერნი გარიგებასთან არც ისე შორს იყო, თუმცა შემდეგ საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აგენტი, ჟორჟე მენდეში ჩაერია, რის შემდეგაც იამალისა და ბაიერნის გზები გაიყარა.

გამოდის, რომ ბაიერნმა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე ხელიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ თავის დროზე 5 მილიონის გადახდა დაენანა.

იმდროინდელი დირექციის გადაწყვეტილებით, 16 წლის იამალში უფრო მეტის დაინვესტირება შეიძლებოდა და გარანტიაც მეტი იარსებებდა (15 წლის იამალში კლუბმა რისკზე წასვლა იუარა), თუმცა ბაიერნს დრო არავინ მისცა და იამალიც ბარსელონას გზას გაჰყვა.

ცნობისთვის, მაშინ ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიძიჩი იყო.


10-09-2025, 17:53
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2