Footmercato-ს ინფორმაციით, ნიკოლას ჯექსონამდე ბაიერნმა ჯერ ამინ გუირის დამატება სცადა, თუმცა ტრანსფერზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.
როგორც დაიწერა, ალჟირელმა ფეხბურთელმა უარი თქვა იმ კომფორტის დატოვებაზე, რომელიც მარსელში აქვს შექმნილი, ამის შემდეგ კი ბაიერნი სხვა კანდიდატების ძიებაზე გადაერთო.
მიუხედავად ამისა, ამავე გამოცემის თქმით, გუირი ბაიერნის რადარზე მაინც დარჩება და მისი კანდიდატურა სამომავლოდ კიდევ ერთხელ იქნება განხილული.
ამინ გუირი ახლა 25 წლის არის და შარშანდელი სეზონის ლიგა 1-ში მარსელის მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გუირის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.