SportBild ბაიერნმა ერნანდესის ტრანსფერი შეათანხმა

SportBild ბაიერნმა ერნანდესის ტრანსფერი შეათანხმა

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "SportBild" იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულისთვის კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.

ბენჟამენ პავართან ერთად "რეკორდმაისტერს" ახალი სეზონიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი უნივერსალური მცველი, ლუკა ერნანდესი, შეუერთდება.

"ბაიერნმა" მადრიდულ კლუბთან უკვე ყველაფერი შეათანხმა და თავად ლუკასაც მოელაპარაკა.

ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, მიუნხენელებმა მოლაპარაკებებში ჩართეს ცნობილი აგენტი ჯოვანი ბრანჩიჩი, რომელიც თავის დროზე პეპ გვარდიოლასა და ლუკა ტონის ეხმარებოდა.

23 წლის ლუკა ერნანდესს დაცვის მარცხენა ფრთასა და ცენტრში შეუძლია მოქმედება. გასული წლის ზაფხულში ის მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი იყო.

მიმდინარე სეზონში ლუკამ "ატლეტიკოს" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.


27-02-2019, 13:13
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0