20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, ლუკა პარკაძემ მიუნხენის ბაიერნი იჯართი კიდევ ერთხელ დატოვა და ამჯერად მისი მომდევნო გაჩერება ზალცბურგის ავსტრია იქნება, რომელიც ქვეყნის მეორე ლიგაში ასპარეზობს.
ლუკა პარკაძე რეკორდმაისტერში 2023 წელს გადავიდა, მას შემდეგ კი იჯარები იყო ჯერ ადმირაში, შემდეგ კი ალტგლიენიკეში, თუმცა ლუკას თამაშში ხელი ორივეგან ტრავმებმა შეუშალა.
როგორც ამბობენ, პარკაძე ახლა ჯანმრთელადაა, გერმანული მედია კი იმედოვნებს, რომ დაზიანებებით გატანჯული ქართველი ფეხბურთელი თამაშს სწორედ ზალცბურგის ავსტრიაში დაიწყებს.
კარგი ისაა, რომ ბაიერნს ჯერ მასზე ხელი არ ჩაუქნევია და პარკაძის ათამაშების იმედი კიდევ არსებობს. ამდენად, ლუკას შანსების გამოყენება ჯერ კიდევ შეეძლება.