"კარიერის ბოლოს ბაიერნში წასვლას ინანებს" - ოუენი კეინის კრიტიკას აგრძელებს

"კარიერის ბოლოს ბაიერნში წასვლას ინანებს" - ოუენი კეინის კრიტიკას აგრძელებს

რამდენიმე დღის წინ, მაიკლ ოუენმა ჰარი კეინი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ფეხბურთელმა პრემიერ ლიგა დატოვა და სათამაშოდ ბაიერნში წავიდა.

მოგვიანებით კეინმა ოუენს უპასუხა და აღნიშნა, რომ ბაიერნში ტრანსფერი მაღალ დონეზე შენარჩუნებაში ეხმარება და კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს, ამას კი ოუენმა პასუხის პასუხი მოაყოლა:

"მე მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე გადაწყვეტილება ისეთი მიიღო, რასაც კარიერის ბოლოს ინანებს და თუ გულწრფელი იქნებოდა, მაშინ მათ პენსიაზე გასვლის მომენტში შეცვლიდა კიდეც. კეინი პრემიერ ლიგაში რომ დარჩენილიყო, შირერის რეკორდი უკვე მოხსნილი ექნებოდა", - თქვა ოუენმა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კეინმა ოუენს პასუხი კიდევ ერთხელ გასცეს. ჰარიმ ერთხელ უკვე განმარტა, რომ ბაიერნში თავს მშვენივრად გრძნობს და სპორტული თვალსაზრისით, მისთვის რეკორდმაისტერში ტრანსფერი გამართლებულია.


11-09-2025, 15:13
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2