როგორც უკვე იცით, ნიკოლას ჯექსონს მიმდინარე სეზონში, ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა 40-ჯერ სჭირდება საიმისოდ, რათა კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება გაუჩნდეს.
ახლახანს რამდენიმე გერმანულმა წყარომ დაწერა იმის შესახებ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის და სენეგალელის კონტრაქტში კიდევ ერთი პუნქია გააქტიურებული.
ირკვევა, რომ აღნიშნულ 40 თამაშში 45-წუთიანი შეხვედრებიც ჩაითვლება. ანუ, თუ ჯექსონი სასტარტოში იქნება და შესვენებაზე შეცვლიან, ან მეორე ტაიმის დასაწყისშივე შემოიყვანენ, ეს შეხვედრები გათვალისწინებული იქნება.
ამდენად, თუ აქამდე 99%-ით ვიცოდით, რომ ბაიერნს სეზონის ბოლოს ჯექსონის გამოსყიდვის ვალდებულება არ ექნებოდა, ახლა მთლად ასე იოლადაც აღარ არის საქმე.