ბოლო დღეებში ული ჰიონესმა გერმანულ მედიაში მაქს ებერლის ზედმეტად სენსიტიური უწოდა. მისი აზრით, ბაიერნის სპორტული დირექტორი კრიტიკას ძალიან მგრძნობიარედ იღებს და ასე არ უნდა იქცეოდეს.
ამას ებერლიმ ჰამბურგთან ხვალინდელი მატჩის წინ უპასუხა და მედიას საკუთარი საიდუმლო გაანდო:
"ახლა ერთ საიდუმლოს გეტყვით, რომელიც მე და კომპანის გვეხება. როდესაც ჩვენთვის გარშემო არსებული თემები ამოწურული და გადაღეჭილია, ჩვენ შემდეგ პასუხის გაცემას ფეხბურთის თამაშით ვცდილობთ. ამიტომ, ამ მომენტიდან ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთს ეხება. ჩვენ დავიმატეთ მაღალი ხარისხის მქონე მოთამაშეები და ახალგაზრდებს გზა მივეცით განსავითარებლად. საბოლოოდ სწორედ ესაა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია", - თქვა ებერლიმ.
ბაიერნი ხვალ ჰამბურგს 20:30-ზე ეთამაშება.