დღეს, რამდენიმე საათის დაშორებით ნიკ ვოლტემადე და ნიკოლას ჯექსონი თამაშობენ. წესით, პირველ მათგანს ბაიერნის მაისურით უნდა ეასპარეზა, მეორეს კი ნიუკასლის ფორმით, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
მიუხედავად ამისა, ბაიერნში იხტიბარს არ იტეხავენ და ამბობენ, რომ ნიკოლას ჯექსონი მაღალხარისხოვანი დანამატია, რომელიც გუნდს შეტევაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
ჰოდა, დღეს სწორედ ეს გამოჩნდება. გამოჩნდება რა დაკარგა ბაიერნმა და გამოჩნდება ისიც, თუ რისი და ვისი იმედი გვაქვს.
ნიკ ვოლტემადე 18:00 საათზე ვულვერჰემპტონს შეხვდება და როგორც ვარაუდობენ, ახალგაზრდა გერმანელს დებიუტი მეორე ტაიმიდან უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება ბაიერნს, ის ჰამბურგს 20:30-ზე ეთამაშება, ნიკოლას ჯექსონი კი, სავარაუდოდ, მინდორზე მეორე ნახევარში გამოვა.