ჰამბურგთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ჰარი კეინმა ნიკოლას ჯექსონის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თანაგუნდელი მედიისგან დაიცვა:
"ჩემი გადმოსახედიდან, ჯექსონი ჩემი სარეზერვო ფეხბურთელი არ არის. ბევრი ადამიანი მას სწორედ ასე ხედავს, სინამდვილეში კი ჯექსონს შეტევის არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, ხშირად მე და ის ერთად შევუტევთ", - თქვა კეინმა.
ჰარიმ მედიასთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ჯექსონს არაერთი უნარი აქვს ისეთი, რასაც ბაიერნისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. როგორც ჩანს, კეინი სენეგალელი პარტნიორით ჯერჯერობით კმაყოფილია.