მიუნხენის ბაიერნს შიდა ტურნირებზე ყველაფერი კარგად აქვს და ახლა ჩემპიონთა ლიგის დრო დადგა, სადაც გუნდს ლონდონის ჩელსისთან სერიოზული გამოცდა ელის.
მიუხედავად იმისა, რომ ბუქმეიკერები შეხვედრის უპირობო ფავორიტად ბაიერნს მიიჩნევენ, ჩელსის გულშემატკივართა ნაწილში მაინც დიდი თავდაჯერებაა:
"ჩემი რწმენის დონე ძალიან მაღალია, ჯექსონის ცოდვებისთვის ბაიერნი გადაიხდის"
"ბრენტფორდთან ნაჩვენები დაცვის შემდეგ უკვე ეჭვი მეპარება გუნდში"
"ბაიერნი შეტევაში ძალიან სახიფათოა, მაგრამ ჩვენზეც ანალოგიური ითქმის"
"ორი მელოტი, საიდანაც გამარჯვებული მარესკა გამოვა"
"კომპანი დიდ მატჩებს ვერ თამაშობს, რაც ჩელსის უპირატესობა იქნება"
"თუ ჯექსონს დააყენებენ, ან იფრენს, ან ჩალობას ჯიბიდან ვერ ამოვა", - წერენ ლონდონელები.