ბაიერნის აფეთქების მოლოდინში - რა თამაშს უნდა ველოდოთ ჩელსისთან

ბაიერნის აფეთქების მოლოდინში - რა თამაშს უნდა ველოდოთ ჩელსისთან

ბაიერნმა ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო, რასაც ბუნდესლიგაში დაფიქსირებული შედეგებიც მოწმობს. გუნდს სამ შეხვედრაში ბურთების სხვაობა 14/2-ზე აქვს, რასაც მეტწილად შემტევი ხაზის ფანტასტიკური თამაში განაპირობებს.

კომპანის ფორმაციის ბაიერნს შესანიშნავად მოერგო ლუის დიასი, რომლის ტრანსფერის გადაფასებულობაზეც ბევრი გულშემატკივარი საუბრობდა, მაგრამ კოლუმბიელი ვინგერი ეჭვებს ნელ-ნელა აქრობს. გარდა ამისა, ბრწყინვალებას არც კეინი, გნაბრი და ოლისე აკლებენ, ამ ოთხეულის ხარჯზე კი გამოცემები ბაიერნისგან ჩელსისთან პირველ ნომრად თამაშს ელიან.

როგორც წერენ, განსაკუთრებით დიდი საფრთხე ბაიერნის მარჯვენა ფრთიდან უნდა იყოს მოსალოდნელი, საიდანაც ოლისეს უკნიდან კონრად ლაიმერიც დაეხმარება, რომელსაც ბუნდესლიგის სამ ტურში ორი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. გარდა ამისა, ჩელსის მარცხენა მცველად მარკ კუკურელია უყენია, რომელიც შეტევაში ხშირად ერთვება და მის ფლანგზე დატოვებული შესაძლო სივრცეები ოლისეს ისე წარმოაჩენს, როგორც თევზს წყალში.

რაც შეეხება თავად ჩელსის, მათ მოგებაზე დაახლოებით 10-15%-ს აძლევენ, გუნდების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე კი, ალბათ, ასეთი მოლოდინი ლოგიკურიც არის. ჩელსიმ პრემიერ ლიგის 4 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო და იგრძნობა, რომ ენცო მარესკა ჯერჯერობით ისევ შესაფერისი თერთმეტეულისა და სათამაშო სქემის ძიებაშია. სავარაუდოდ, ლონდონელები ალიანც არენაზე უკან ჩაწეული დაცვის ხაზით ითამაშებენ, კონტრშეტევაზე კი ჟოაო პედროს, კოულ პალმერის, ესტევაოს და სხვების გაქცევის იმედი ექნებათ.

ასევე, დიდი დუელი გაიმართება ცენტრში, სადაც ჩელსის მხრიდან კაისედოსა და ენცო ფერნანდესის დუეტი იოლი გადასალახი მართლაც არ იქნება. მიუხედავად ამისა, ელიან, რომ ბაიერნის გუნდური დაწოლა მათზეც იმოქმედებს და სამხრეთ ამერიკულ დუოს თამაშს შედარებით უკნიდან დააწყებინებს, გაუთავებელი პრესინგი და ტერიტორიული უპირატესობა კი ბაიერნმა გოლში მალევე და რაც მთავარია, არაერთხელ უნდა გადაზარდოს.


15-09-2025, 18:07
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2