17 სექტემბერს მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს ოფიციალურად იწყებს, სადაც გუნდის პირველი მეტოქე ლონდონის ჩელსი იქნება.
მას შემდეგ, რაც ბაიერნის მთავარ მწვრთნელად ვენსან კომპანი დაინიშნა, ბელგიელის თავკაცობის ქვეშ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 7 საშინაო შეხვედრა გამართა, საიდანაც 5 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
კომპანიმ გამარჯვების მოპოვება დინამო ზაგრებთან, ბენფიკასთან, პარი სენ-ჟერმენთან, სლოვანთან და ლევერკუზენთან შეძლო. რაც შეეხება ფრეს, ის სელტიკთან დაფიქსირდა, წაგებით კი გუნდმა ინტერის წინააღმდეგ წააგო.
ამის იქით, ზოგადად გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ალიანც არენაზე 4-ჯერ ითამაშეს, საიდანაც ბაიერნმა ორი მოიგო, ორი კი ფრედ დასრულდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიერნს ლიგაზე საშინაო კედლებში ჩელსისთან ძირითად დროში აქამდე არასდროს წაუგია და იმედი დავიტოვოთ, რომ 17-ში ეს სტატისტიკა ასევე შენარჩუნდება.