"უკვე ჩელსის 40 თამაშს ვუყურე" - კომპანის პრესკონფერენცია ხვალინდელი მატჩის წინ

"უკვე ჩელსის 40 თამაშს ვუყურე" - კომპანის პრესკონფერენცია ხვალინდელი მატჩის წინ

ბაიერნი ახალი სეზონის ჩემპიონთა ლიგას ჩელსით და ალიანც არენათი იწყებს, რომლის წინაც გულშემატკივრებში დიდი შემართება და მოლოდინებია.

დიდი მონდომებითაა ვენსან კომპანიც, რომელმაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჩელსის 40 თამაშს უყურა და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა:

"ცხადია, შემიძლია, რომ ჩელსის შესახებ კითხვები ნიკოლას ჯექსონს დავუსვა, თუმცა თავად ჩელსის უკვე 40 შეხვედრას ვუყურე. ისინი ძალიან საინტერესოები არიან დასაკვირვებლად, თუმცა, არ ვთვლი, რომ მათ გარშემო ბევრი საიდუმლო და დაფარული რამ არსებობდეს. გარდა ამისა, კარგად ვიცნობ მათ მწვრთნელსაც. ხვალ გამოჩნდება თუ რამდენად კარგად შევასრულეთ ჩვენი დავალება."

"ინგლისიდან 'ფერმერების ლიგას' გვეძახიან? - რამდენი მოთამაშე იყიდეს მათ ბუნდესლიგიდან? აქ ბევრი ტალანტია, ისევე როგორც ინგლისში და ყურადღებას ყველა თავისას აქცევს. ვიცი, რომ დიდი ფინანსური სხვაობაა პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგას შორის, რაც ერთ დღეს უნდა გამოვასწოროთ."

"თუ 6 თამაშს მოვიგებთ, საბოლოოდ საუკეთესო 8 გუნდში მოვხვდებით. ეს ფორმატი საკმაოდ საინტერესოა, რაც ბევრ დრამატურგიას შეიცავს, ეს კი ფანებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი გზა რთულდება ჩელსის, არსენალისა და პარი სენ-ჟერმენთან მიმართებით, თუმცა, გვსურს, რომ საუკეთესო რვა გუნდში მოვხვდეთ", - თქვა კომპანიმ.

ბაიერნისა და ჩელსის მატჩი ხვალ, 23:00 საათზე შედგება.


16-09-2025, 19:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2