Transfermarkt-ზე მითითებულია ფასები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია, რომ ბაიერნისა და ჩელსის საერთო ღირებულება შევადაროთ.
გერმანულ პორტალზე ბაიერნის ჯამურ ღირებულებად 905 მილიონი ევროა მითითებული, ჩელსის საერთო ფასი კი 1.08 მილიარდი გახლავთ.
ეს იმიტომ, რომ ჩელსის პირველ გუნდში 5-6 ფეხბურთელით მეტი ჰყავს დარეგისტრირებული, შესაბამისად, საერთო ღირებულებაშიც ლონდონელებს უპირატესობა აქვთ მოპოვებული.
თორემ, ერთი ერთზე, მაგალითად, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი სწორედ ბაიერნს ჰყავს, ჯამალ მუსიალას სახით, რომელიც 140 მილიონ ევროდ ფასობს. ასეთი ჩელსიში კოულ პალმერია, რომლის ფასიც 120 მილიონი ევროა.