მატჩის შემდეგ ჰარი კეინმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
"შესანიშნავი შედეგი და ბრწყინვალე თამაში საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ თავიდანვე 2:0-ს ვიგებდით და იმედგამაცრუებელი იყო, რომ გოლი მალევე მივიღეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და მეორე ტაიმში საქმეს თავი კარგად გავართვით. ჩვენ ვიყავით იმის მიზეზი, რომ მათ პრესინგის განხორციელება უჭირდათ. საბოლოოდ ისინი დაიღალნენ და სივრცეებიც გამოჩნდა. ეს იყო მძიმე, ფიზიკური თამაში, ამ შედეგით კი მოხარულები ვართ", - ამბობს კეინი.
ცნობისთვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ჰარი კეინი გახდა.