ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე გერმანულ მედიაში ული ჰიონესის განცხადება გავრცელდა, რომელიც ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში არ მოიაზრებდა.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი ჯონათან ტამ ჩელსის დამარცხების და ლიგის კარგად დაწყების შემდეგ გააკეთა:
"კი, რაღაცები ითქვა და ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის უპატივცემულობა იყო. ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას შემდეგ მოედანზეც ვასრულებთ. ბაიერნი არასდროს არ უნდა მოიაზროთ ფავორიტებს მიღმა. ამაზე ახლა ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენს საქმეს მოედანზე გავაკეთებთ", - თქვა ტამ.