დუშან ვლაჰოვიჩს ტურინის იუვენტუსი გასულ ზაფხულს უნდა დაეტოვებინა და საამისოდ ყველაფერი მზად იყო, თუმცა საბოლოოდ სერბი ფეხბურთელი იტალიაში მაინც დარჩა, მის წასვლას კი ამჯერად სეზონის ბოლოს ელიან.
გამოცემები ამტკიცებენ, რომ ვლაჰოვიჩი ახალ კლუბებად მხოლოდ რეალს, ბარსელონას და ბაიერნს აღიქვამს, ამ უკანასკნელს კი გასააქტიურებლად ორი რეალური მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, გაურკვეველია ჰარი კეინის მომავალი, რომლის ინგლისში დაბრუნებაზეც ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად წერენ. გარდა ამისა, ისიც ვიცით, რომ ჯექსონი კლუბში დროებითაა მოყვანილი, 2026 წლიდან კი ბაიერნში შესაძლოა არც ერთი და არც მეორე თავდამსხმელი აღარ იყოს.
ჰოდა, ვლაჰოვიჩი ჯერ მხოლოდ 25 წლისააა და იუვენტუსთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნს მისი უფასოდ დამატება შეეძლება.
სერბმა ფორვარდმა იუვენტუსის მაისურით სერია A-ში ამ დრომდე 36 გოლი გაიტანა.