ჰარი კეინი ისეთ ფორმაშია, რომ ლამის ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალ რეკორდს ამყარებს. სწორედ ამასთან გვქონდა საქმე ბაიერნისა და ჩელსის ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში, სადაც ინგლისელმა ფორვარდმა 2 გოლი გაიტანა.
როგორც გაირკვა, ჰარი კეინმა ჩელსისთან გოლების გატანის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თავი 53 (42 გოლი და 11 ასისტი) საგოლე მოქმედებას მოუყარა, რისთვისაც კეინს სულ რაღაც 58 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
ინგლისელ ფეხბურთელებში 53 საგოლე მოქმედება ლიგაზე რეკორდად აქამდე დევიდ ბექჰემს ეკუთვნოდა, რომელმაც ამის გაკეთება ჯამურად რეალის, მანჩესტერის, მილანისა და პსჟ-ის მაისურებით 107 შეხვედრაში შეძლო.
ჰოდა, კეინმა ბექჰემის რეკორდი 49 მატჩით ადრე გააუმჯობესა, რაც ძალიან, ძალიან დიდი ფორაა.